Home
Category
TV Live Menu

"ლიბერთი ბანკი" აქციათა საკონტროლო პაკეტის შესაძლო გაყიდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

573c4d6869dfd
BM.GE
18.05.16 15:07
1337
"ლიბერთი ბანკი" აქციათა საკონტროლო პაკეტის შესაძლო გაყიდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც ბანკში განმარტავენ, ბანკი აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში საქმიანობას.

"ცოტა ხნის წინ ბანკმა 2016 წლის პირველი კვარტლის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა, საიდანაც ნათლად ჩანს რომ ბანკი მაღალ მომგებიანობას ინარჩუნებს (წმინდა მოგება - 7.8 მილიონი ლარი, ROAE – 23.05% გაწლიურებული, ROAA – 2.03% გაწლიურებული). ბანკის სტაბილურად კარგი შედეგებიდან გამომდინარე, ინვესტორთა დაინტერესება ბანკის აქციების შეძენით გასაკვირი არ უნდა იყოს, და ზოგადად მისასალმებელია, თუმცა ნებისმიერი გარიგება ბანკის აქციონერების პრეროგატივაა და ბანკი მიმდინარე მოლაპარაკებებსა თუ სავარაუდო ან შესაძლო გარიგებებზე კომენტარს ვერ გააკეთებს”, - განმარტავენ ბანკში.

Subscribe to our news

Get the main news of the day