Home
Category
TV Live Menu

"ლიბერთი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებები ეროვნულ ბანკს ჯერ არ დაუმტკიცებია

599434a7363fd
BM.GE
16.08.17 16:05
1335
"ლიბერთი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებები ეროვნულ ბანკს ჯერ არ დაუმტკიცებია. "საქმის კურსს" ეროვნულ ბანკში განუმარტეს, რომ სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებების ოფიციალურად ამოქმედებისთვის მარეგულირებლის ნებართვაა საჭირო, რაც ეროვნულ ბანკს ჯერ არ განუხორციელებია.
უწყებაში აცხადებენ, რომ პროცესი შესწავლის ეტაპზეა.

თავად ბანკში საგანგებო სხდომა 14 აგვისტოს ჩატარდა. "საქმის კურსს" ბანკში განუცხადეს, რომ სხდომაზე სამეთვალყურეო საბჭოს ახალი შემადგენლობა დამტკიცდა. ბანკის მმართველობაში შევიდნენ ირაკლი რუხაძე, გიორგი კალანდარიშვილი და დავით შონია.

ამასთან ერთად, თანადებობას ამ დროისთვის ინარჩუნებს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლადო გურგენიძე.

ბანკში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ 24 ივლისს გახდა ცნობილი. მალევე ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ მათ შესაბამისი პროცედურები უკვე დაწყებული აქვთ და საკითხს ეროვნული ბანკი შეისწავლიდა.

Subscribe to our news

Get the main news of the day