ლიბერთის ინიციატივა რეგიონებში - ,,ბიზნეს დიალოგი“ გრძელდება
BM.GE
10.10.22 09:30
• 148
ლიბერთი ,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში აგრო და ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრების სერიას აგრძელებს. ამჯერად, ლიბერთი იმერეთის რეგიონის აგრო და ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. ,,ბიზნეს დიალოგის” სპიკერებმა, ლიბერთის, სოფლის განვითარების სააგენტოს (RDA), სახელმწიფო პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში“ და ,,ნიუ ვიჟენ“ დაზღვევის წარმომადგენლებმა, ისაუბრეს სოფლის მეურნეობისა და მცირე ბიზნესის განვითარებისთვის არსებულ ყველა იმ შესაძლებლობებზე, რაც დღეს ხელს შეუწყობს მოქმედ კომპანიებს კიდევ უფრო გაზარდონ საკუთარი ბიზნესი. ლიბერთის ახალი ინიციატივა ,,ბიზნეს დიალოგი“ წარმოადგენს რეგიონალური შეხვედრების სერიას, რომლის ფარგლებში, პარტნიორებთან ერთად, საქართველოს ყველა რეგიონში ტარდება შეხვედრები აგრო, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან. ამ შეხვედრების მიზანია, რეგიონებში უშუალო კავშირი როგორც ამჟამად არსებულ, ასევე პოტენციურ მომხმარებლებთან. დიალოგის ფორმატი, მეწარმეებთან გამოცდილების გაზიარების. ასევე აგრო და ბიზნეს კომპანიების საჭიროებების და სურვილების გაზიარების საუკეთესო საშუალებაა. იმერეთის რეგიონის ბიზნეს წრეებს ლიბერთიმ არსებული შესაძლებლობები და სამომავლო პროექტები გააცნო. მსგავსი ტიპის შეხვედრები როგორც ბანკისთვის, ასევე ბიზნესისთვის ნაყოფიერი აღმოჩნდა სხვა რეგიონებშიც და იდეების ურთიერთგაზიარებასა და შესაბამისად ახალი საბანკო შეთავაზებების გაცნობას, ლიბერთი წლის ბოლომდე საქართველოს ყველა რეგიონში გეგმავს.