Home
Category
TV Live Menu
Loading data...

“ლიბერთი”სტუდენტების სტაჟირებისა და დასაქმების მასშტაბურ პროგრამას აგრძელებს.

BM.GE
31.03.23 11:53
163
30 მარტს, ლიბერთის წარმომადგენლები თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ და მათ IT მიმართულებით ახალი სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობები გააცნეს. ლიბერთი, მესამე წელია რაც წარმატებულ სტუდენტებს სტაჟირებისა და მენტორინგის პროგრამებში ჩართვის საშუალებას აძლევს. 6 თვიანი ინტენსიური პრაქტიკული სწავლების შემდეგ კი მათ სხვადასხვა მიმართულებით ასაქმებს. პროგრამის დახმარებით, ახალგაზრდები საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე ავითარებენ კარიერას ისეთ კონკურენტუნარიან სფეროებში, როგორიცაა პროგრამირება, ხარისხის მართვის ინჟინერია, მონაცემთა ანალიზი, IT პროექტების და პროცესების მართვა, და ა.შ. 

სტუმრები: თორნიკე ბენიძე - ლიბერთის IT მიმართულების დირექტორი;
ნინო ჩიხლაძე - "ლიბერთის" HR და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

სტაჟირება ტექნოლოგიებში - ლიბერთის სტაჟირების პროგრამაში ჩასართავად: career@lb.ge

Subscribe to our news

Get the main news of the day