Home
Category
TV Live Menu

"ლილო მოლის" amazon-ის ანალოგი საცალო ვაჭრობას ნოებრიდან დაიწყებს

593a82900bdba
სალომე მეცხვარიშვილი
10.06.17 10:00
1621
"ლილო მოლის" amazon-ის და ebay–ის ქართული ანალოგი საცალო ვაჭრობას ნოებრიდან დაიწყებს,- ამის შესახებ "საქმის კურსს" "ლილო მოლში" განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, მანამდე, დაახლოებით ზაფხულის ბოლოსთვის სისტემა საბითუმო ვაჭრობისთვის ამუშავდება.

იგეგმება, რომ ინტერენტის მეშვეობით გაიყიდოს ყველანაირი პროდუქცია, რომელიც დღეს ლილოს ბაზრობაზეა განთავსებული, დაწყებული ტანსაცმლითა და ფეხსაცმელებით, დასრულებული სამშენებლო მასალებით.

მოვაჭრეებს შესაძლებლობა ექნებათ საკუთარი პროდუქცია ინტერნეტში განათავსონ, მომხმარებელმა კი ის ონლაინ შეიძინონ.

Subscribe to our news

Get the main news of the day