ლილო მოლის amazon-ის და ebay–ის ქართული ანალოგი გაზაფხულიდან დაიწყებს ფუნქციონირებას. საწყის ეტაპზე, ვებ-გვერდზე აიტვირთება ბაზარზე არსებული პროდუქცია.სამომავლოდ იგეგმება პრდუქციის საერთაშორისო ბაზარზე გატანა და სოფლის მეურნეობის პროდუქტის გაყიდვა. რაც შეეხება მალფუჭებად პროდუქტს, მათ შენახვას „აიკომერსის“ საწყობი უზრუნველყოფს.
"ვცდილობთ სრულად ვისარგებლოთ იმ შესაძლებლობებით, რაც აქვს ინტერნეტ ვაჭრობას. გვინდა საქმე ბოლომდე გავაკეთოთ და ‘სახლი რომელიც შენდება ბოლომდე ავაშენოთ’ რა თქმა უნდა ჩვენი მზანია გავიდეთ სერვისის მაქსიმუმზე.“ განაცხადა „ლილო მოლის“ ხელმძღვანელმა ლევან გაგუამ.
მოვაჭრეებს დამატებითი გადასახადი არ დაეკისრებათ, იქნება სერვისის მომსახურეობის და შიფინგის დამატებითი გადასახადი.