Home
Category
TV Live Menu

"ლილო მოლის" ახალი აპლიკაცია, რომელიც მომხმარებელს სასურველი მაღაზიის მოძებნაში ეხმარება

59ce23cea5515
სალომე მეცხვარიშვილი
29.09.17 15:16
1278
"ლილო მოლმა" სპეციალური აპლიკაცია შექმნა, რომელიც მომხმარებელს სასურველი მაღაზიის მოძებნაში ეხმარება.

მენიუში მომხმარებელს შეუძლია მიუთითოს მისი ადგილსამყოფელი ქალაქის მასშტაბით, შემდეგ აირჩიოს სასურველი მაღაზია და რუკის მეშვეობით ადგილზე მივიდეს.

აპლიკაციის მომხმარებელს შეუძლია მიუთითოს როგორც მისთვის სასურველი კონკრეტული მაღაზია, ასევე მისთვის სასურველი ზონა: საბითუმო ვაჭრობა, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ქსოვილები, ტყავი და ბეწვეული. ასევე, რუკის მეშვეობით მიაგნოს საკვებ ობიექტებს, ბანკომატებს და საპირფარეშოებს.

აპლიკაცია ზაფხულის დასაწყისში გაეშვა და ხელმსაწვდომია როგორც Android-ის ასევე IOS-ის სისტემისთვის.

Subscribe to our news

Get the main news of the day