Home
Category
TV Live Menu

ლილოს ნაგავსაყრელის გაფართოებისთვის 6 მილიონ ლარამდე დაიხარჯება

5a926b90b97d3
თამუნა დემეტრაშვილი
25.02.18 15:00
1004
დიდი ლილოს მიმდებარედ, საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონის მესამე უჯრედის მშენებლობისათვის 6 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით "თბილსერვის ჯგუფმა“ ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამშენებლო სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 7 თვეში უნდა დაასრულოს.

როგორც bm.ge-ს საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის სამსახურის უფროსმა ზურაბ გვენცაძემ განუცხადა კომპანიამ, რომელიც ტენდერში გაიმარჯვებს ევროპული სტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელი უჯრედის მშენებლობა უნდა უზრუნველყოს. კერძოდ, უჯრედის ქვედა ფანაში გაკეთდეს სპეციალური დამცავი შრეები, მოხდეს ნაჟური წყლის კოლექტორებში მოგროვებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ასევე უჯრედის შევსების შემდგომ, მისი სრული შეფუთვა და რეკულტივაცია.
დაინტერესებულმა კომპანიებმა წინადადებების წარდგენა 21 მარტიდან უნდა დაიწყონ.

Subscribe to our news

Get the main news of the day