ლილოს ნაგავსაყრელზე ხანძრის ჩაქრობას ქარი უშლის ხელს. ამის შესახებ "საქმის კურსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
ხანძარი ჰექტარ ნახევარ ტერიტორიაზეა გავრცელებული. ადგილზე მეხანძრეებთან ერთად ცეცხლის ჩაქრობაში ტრაქტორებიც ჩაერთვნენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განმარტავენ, რომ არ არსებობს, ვინმეს დაზიანების საფრთხე, რამდენადაც ტერიტორია დასახლებული პუნქტიდან და ბაზრობიდან მოშორებულია.
რაც შეეხება საკითხს, არსებობს თუ არა მყარი ნარჩენების დაწვის შედეგად მომწამვლელი ნივთიერებების გავრცელების საფრთხე, საგანეგო სიტუაციების სამსახურში ვერ აკონკრეტებენ. მათი თქმით, ეს მათს კომპეტენციაში არ შედის.