თბილსერვის ჯგუფის ინფორმაციით, ლილოს ნაგავსაყრელზე ხანძრის მიზეზი მაღალი ტემპერატურა გახდა. როგორც "საქმის კურსს" უწყებაში განუცხადეს, ცეცხლი უშუალოდ ნარჩენებს გაუჩნდა, თუმცა, განსაკუთრებული ზიანი არ გამოუწვევია.
"თბილსერვის ჯგუფის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია.
შეგახსენებთ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ლილოს ნაგავსაყრელზე ცეცხლი ჰექტარ-ნახევარ ფართობზე გაჩნდა.