Home
Category
TV Live Menu

ლიმონათი "ხილიანი" ზაფხულისთვის ევროპის ბაზარზე გასვლას გეგმავს

57133ded29943
BM.GE
17.04.16 11:37
1471
ლიმონათი "ხილიანი" ზაფხულისთვის ევროპის ბაზარზე გასვლას გეგმავს. კომპანიამ უკვე გააგზავნა საცდელი პარტიები გერმანიასა და ესტონეთში. როგორც „ხილიანში“ აცხადებენ, აღნიშნული ქვეყნებიდან დაინტერესება საკმაოდ დიდია და დაახლოებით ზაფხულისთვის კომპანია ექსპორტის დაწყებას ვარაუდობს.
 
ამ ეტაპზე კომპანია ლიმონათის ექსპორტს ახორციელებს რუსეთსა და აზერბაიჯანში.

"ქართული ლიმონათის“ ქარხანა მცხეთის რაიონში გასულ წელს გაიხსნა. კომპანია სახელმწიფო პროექტის "აწარმოე საქართველოში“ პროექტის ხელშეწყობით შეიქმნა და წარმოებაში 10 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა. "ქართული ლიმონათი“ 8 სახის ლიმონათს ამზადებს, ესენია: მსხალი, ტარხუნა, სიტრო, მოხიტო, ლიმონი, ყურძენი, ლაიმა და ნაღები.

Subscribe to our news

Get the main news of the day