"ლირას გაუფასურება როგორც დოლართან, ასევე ევროსთან სარკისებურად ისახება ქართულ ლარზე", - ამბობს თურქეთის ელჩი ბიზნესკონტრაქტთან საუბარში. ზექი ლევენთ გუმრუქჩუ მიზეზებს შორის გლობალურ პროცესებს ასახელებს, და თვლის, რომ ეროვნული ვალუტის უცხოურ ვალუტებთან გაუფასურება ეკონომიკის სიძლიერის განმსაზღვრელი ერთადერთი ინდიკატორი არაა. ელჩი თვლის, რომ თურქეთში დღეს საკმაოდ კარგი ეკონომიკური მაჩვენებლებია, რაც მისივე განცხადებით აისახება საქართველოზეც. ბაზარზე არსებული გაურკვევლობების დასტაბილურებას კი ელჩი უახლოესი 2 თვის განმავლობაში ელოდება.
"საქართველო და თურქეთის ეკონომიკები ძალიან კარგად ინტეგრირებულია ერთმანეთთან. თურქეთი საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი ინვესტორი ქვეყანაა. იმას რაც ხდება თირქეთის ეკონომიკაში შემდგომ გავლენა აქვს საქართველოს ეკონომიკაზეც. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ვალუტის გაუფასურებას და გამყარებას.
გასული თვეების განმავლობაში, ლირას გაუფასურების ტრენდი ჰქონდა, როგორც დოლართან, ასევე ევროსთან, რაც გარკვეულწილად ირეკლება ქართულ ლარზე. მაგრამ ჩემი აზრით ეს არ არის გადამწყვეტი ჩვენი ეკონომიკის დინამიკისთვის. ეს არის გლობალურ ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების და გაურკვევლობის გამოძახლი. ამერიკის არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებამ გლობალურ ეკონომიკას საკმაოდ მკაფიო მესიჯები გაუგზავნა. ესაა ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც დოლარი გამყარდა არა მხოლოდ ლირასა და ლარის მიმართ არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ვალუტების მიმართ. ძლიერ დოლარს ნეგატიური გავლენა ექნება ამერიკის ექსპორტზეც, ამიტომ ვთვლი, რომ ამ კუთხით ვითარება შეიცვლება. თურქეთში ძალიან კარგი საინვესტიციო და სამეწარმეო გარემოა. ეს კი არის გასაღები იმისთვის, რომ თურქეთმაც განახორციელოს სხვა ქვეყნებში ინვესტიცია, - მათ შორის საქართველოში.
გასული წლის მეოთხე კვარტალში თურქეთს ეკონომიკური ზრდის არცთუ ისე კარგი მაჩვენებელი ჰქონდა. მაგრამ მომხმარებელთა ნდობის ინდექსი საკმაოდ არის დაკავშირებული ადგილობრივი ვალუტის სიმყარეზე და მასთან ერთად იწევს ან დაბლა ან მაღლა,. ვთვლი, რომ ეს ეკონომიკის შესაფასებლად საკმაოდ ვიწრო ხედვაა. უცხოური ვალუტის კურსი არაა ეთადერთი განმსაზღვრელი ინდიკატორი ქვეყნის ეკონომიკისთვის", - აცხადებს ელჩი.