"საქართველოს მთავრობამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს გადასცა კეთილმოწყობილი სტუდენტური საერთო საცხოვრებელი 320 ადგილით, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე", - ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმართველობა ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ლისის ტბის ფერდობზე 320 ადგილიანი თანამედროვე სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობა ზაფხულში დაასრულა