Galt&Taggart ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასს აქვეყნებს, რომელიც გასულ კვირაში დაფიქსირდა.
BGEO ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 34.26 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +3.44% წინა კვირასთან შედარებით და -6.80% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 708 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 32.98 – 34.16 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 91 ათასი აქცია შეადგინა. FTSE 250 ინდექსი, რომელშიც BGEO შედის, წინა კვირასთან დაიკლო 2.19%-ით ხოლო წინა თვესთან დაიკლო 2.99%-ით. ნავაჭრი აქციების მოცულობამ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის 1.80% შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 16.20 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (-2.72% წინა კვირასთან შედარებით და -1.46% წინა თვესთან შედარებით). ვაჭრობის მოცულობამ 315 ათასს გადააჭარბა, GBP 15.42 – 16.80 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 26 ათასი აქცია შეადგინა.
საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის (GHG LN) აქციები დაიხურა 3.30 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (-1.64% წინა კვირასთან შედარებით და -1.49% წინა თვესთან შედარებით). ვაჭრობის მოცულობამ 52 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 3.28 – 3.40 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 8 ათასი აქცია შეადგინა. მოცემულ კვირაში ნავაჭრი აქციების მოცულობამ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის 0.04% შეადგინა.