Home
Category
TV Live Menu

ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი გაიზარდა

5a65b87456eb7
BM.GE
22.01.18 14:07
897
Galt&Taggart ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასს აქვეყნებს, რომელიც გასულ კვირაში დაფიქსირდა.

BGEO ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 37.80 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +0.16% წინა კვირასთან შედარებით და +7.85% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 421 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 37.30 – 38.00 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 61 ათასი აქცია შეადგინა. FTSE 250 ინდექსი, რომელშიც BGEO შედის, წინა კვირასთან დაიკლო 0.99%-ით ხოლო წინა თვესთან მოიმატა 1.53%-ით. ნავაჭრი აქციების მოცულობამ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის 1.17% შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 17.24 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (+0.58% წინა კვირასთან შედარებით და +4.80% წინა თვესთან შედარებით). ვაჭრობის მოცულობამ 51 ათასს გადააჭარბა, GBP 16.90 – 17.50 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 12 ათასი აქცია შეადგინა.

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის (GHG LN) აქციები დაიხურა 3.48 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (+0.72% წინა კვირასთან შედარებით და -0.71% წინა თვესთან შედარებით). ვაჭრობის მოცულობამ 1 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 3.45 – 3.50 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 10 ათასი აქცია შეადგინა. მოცემულ კვირაში ნავაჭრი აქციების მოცულობამ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის 0.001% შეადგინა.

Subscribe to our news

Get the main news of the day