ლონდონის კლეპჰემ-კომონის მეტროსადგურში 68 სარეკლამო ბანერის ადგილას კატების ფოტოები განთავსდა. აღნიშნული კამპანიისთვის 700 ათასამდე მოქალაქემ სულ 20 ათას ფუნტ სტერლინგზე მეტი შეაგროვა და ტერიტორიაზე სარეკლამო სივრცე შეისყიდა. სახალხო კამპანია აგრესიული რეკლამებისგან წინააღმდეგ არის მიმართული.
ფოტოებზე ასახული ცხოველები Battersea Dogs and Cats-ისა და Cats Protection-ის საქველმოქმედო თავშესაფარს ეკუთვნის.
„ჩვენ ვცდილობთ წარმოვიდგინოთ მსოფლიო, სადაც საჯარო სივრცეში ადამიანები თავს კარგად იგრძნობენ.
იმის ნაცვლად, რომ მაღაზიებში რამის ყიდვა გთხოვოთ, ჩვენ თქვენ გთხოვთ იფიქროთ ისეთ რამეზე, რაც რეალურად ღირებულია თქვენი ცხოვრებისთვის. შეიძლება ეს არ არის კატა, მაგრამ არის ისეთი რამ, რასაც მაღაზიაში ვერ იყიდი“- აცხადებს კამპანიის ერთ-ერთი ავტორი.