Home
Category
TV Live Menu

ლონდონის საფონდო ბირჟაზე ნავთობისა და გაზის კორპორაციის ობლიგაციების რეფინანსირება ერთ კვირაში დასრულდება

5714b38f42afc
ელენე გოგბერაშვილი
18.04.16 14:12
1182
საქართველოში მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტის განსახორციელებლად ფინანსური რესურსის მოძიების ერთ-ერთ გზად ნავთობისა და გაზის კორპორაცია ლონდონის საფონდო ბირჟაზე ობლიგაციების განთავსებას განიხილავს. როგორც კორპორაციის გენერალური დირექტორი, დავით თვალაბეიშვილი "ბიზნესკონტაქტთან" აცხადებს, ლონდონის საფონდო ბირჟაზე ობლიგაციების რეფინანსირება უკვე მიმდინარეობს.

"ობლიგაციების რეფინანსირება მიმდინარეობს პარალელურად. მომავალ კვირაში დასრულდება ეს პროცესი ლონდონის საფონდო ბირჟაზე. ამის გარდა ჩვენ ვფიქრობთ, იაფი სესხი ვიშოვოთ პროექტის დასაფინანსებლად. მოლაპარაკებები მიდის ბევრ ორგანიზაციასთან, მათ შორის KFW-თან, EBRD-თან, ჩინურ ბანკებთან, სახელმწიფო ჩინურ ორგანიზაციებთან და კომპანია სოკართან" - აცხადებს დავით თვალაბეიშვილი.

მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტის განხორციელება, რომლის ბიუჯეტი წინასწარი გათვლებით, 250 მილიონი დოლარია, მომავალი წლიდან დაიწყება და 2020 წელს დასრულდება.

Subscribe to our news

Get the main news of the day