Home
Category
TV Live Menu

ლონდონში მსოფლიოში ყველაზე დიდი Lego-ს მაღაზია გაიხსნა

58306b2483341
BM.GE
19.11.16 19:07
1129
ლონდონში მსოფლიოში ყველაზე დიდი Lego-ს მაღაზია გაიხსნა. ახალ ორსართულიან მაღაზიაში ბიგ-ბენის ექვსმეტრიანი ასლი დგას, რომლის ასაშენებლადაც 200 ათასი Lego-ს დეტალია გამოყენებული. მის ასაწყობად 2280 საათი დაიხარჯა.

ამას გარდა, მაღაზიაში აწყობილია ლონდონური მეტროს ვაგონი, რომლის აწყობასაც 600 ათასი დეტალი დასჭირდა.

Subscribe to our news

Get the main news of the day