ლონდონში უმუშევრების დასასაქმებელად სასტუმრო გაიხსნება. დიდი ბრიტანეთის მოსახლეობა ამ პროექტის მეშვეობით განათლების მიღებასა და დასაქმებას შეძლებს.
მიმდინარე წლის სექტემბრისთვის Royal Docks-ი 144 ნომრიან მცურავ სასტუმრო The Good Hotel-ს ააშენებს, სადაც უმუშევრები გადამზადებასა შეძლებენ და მუდმივი სამუშაოს მიღების შანსი მიეცემათ, - წერს The Guardian.
აღნიშნული პროექტი 2015 წლის ივნისს ჰოლანდიაში დაიწყო, როგორც სოციალური ინიციატივა. მისი მიზანი ადგილობრივი უმუშევარი მაცხოვრებლებისთვის ხელისშეწყობა იყო.
უმუშევრები სასტუმროში 10 თვის ვადით თავსდებიან, გადამზადებას გადიან და ადგილზე მუშაობენ. შემდეგ მათ დასაქმებაში სასტუმროს პარტნიორები ეხმარებიან. ანალოგიური მოდელი ამოქმედდება ლონდონშიც.
დიდ ბრიტანეთში უმუშევრობის საშუალო მაჩვენებელი 4,7%-ია.