Home
Category
TV Live Menu

Lonely Planet : 10 რამ, რაც თბილისში ყოფნისას უნდა გააკეთოთ

578282c68e7ff
BM.GE
10.07.16 21:10
1325
Lonely Planet მკითხველს იმ 10 მიზეზს აცნობს რის გამოც თბილისში უნდა იმოგზაურონ. გამოცემა წერს, რომ თბილისს ერთდროულად აქვს, როგორც ევროპული, ასევე აზიური გავლენა და ის განსაკუთრებით მოსახერხებელია იმ ტურისტებისთვის ვისაც სამოგზაუროდ ბევრი დრო არ აქვთ, რადგან „ქალაქი კომპაქტურია და მისი დათვალიერება რამდენიმე დღეშია შესაძლებელი.

1. ქალაქის ხედები

გამოცემა მკითხველს ქალაქის საუკეთესო ხედისთვის მთაწმინდის პარკში სტუმრობას ურჩევს. "დიდებული ეკლესიებისა და თანამედროვე დიზაინის შენობების ერთდროულად დანახვა ქალაქის არქიტექტურაზე შეგიქმნით წარმოდგენას“, - წერს გამოცემა.

2. ჩაიძირეთ თანამედროვე არქიტექტურაში

გამოცემა მკითხველს თანამედროვე დიზაინის სანახავად, რიყის პარკის და მშვიდობის ხიდის მონახულებას ურჩევს.

3. შეხვდით „ქართლის დედას“

მესამე რის გაკეთებასაც გამოცემა მკითხველს ურჩევს ნარიყალას და „ქართლის დედის“ მონახულებაა. სტატიის ავტორი ძეგლს ქართველების ხასიათის "განმსაზღვრელ მეტაფორას“ უწოდებს, - "ქართლის დედა მზად არის თბილად მიიღოს სტუმრები, მაგრამ ასევე მზად არის შეებრძოლოს დამპყრობლებს".

4. გაისეირნეთ ძველი თბილისის ქუჩებში

"ძველ ქალაქში უმეტესად ხის აივნები გვხვდება. ვიწრო ქუჩებში კი საკმაოდ ბევრი კაფე, ბარი და სამხატვრო გალერეებია“, - წერს ავტორი.

5. ღვინის ტრადიცია

სტატიის ავტორი მკითხველს თბილისში ღვინის ბარების მონახულებას ურჩევს და წერს, რომ საქართველოში ღვინის დამზადება ჯერ კიდევ 8 000 წლის წინ დაიწყო.

6. გამოცადეთ აბრეშუმის გზა

ათეულში მოხვდა ქართული სამზარეულოც. გამოცემა წერს, რომ საქართველო აზიისა და ევროპის დამაკავშირებულ გზაზე მდებარეობს და ამიტომ, საუკუნეების განმავლობაში, ქართულმა სამზარეულომ მეზობელი ქვეყნების გამოცდილებაც გაიზიარა.

7. მოინახულეთ ანჩისხატი

გამოცემა წერს, რომ საუკუნოვან ეკლესიაში, გარდა „გასაოცარი ფერწერის“ ნახვისა, ქართული საგალობლების მოსმენაცაა შესაძლებელი, რაც მის მონახულებას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. 

8. ესტუმრეთ მშრალ ხიდს

მშრალი ხიდი ერთ-ერთია იმ ადგილებს შორის, რომლის ნახვასაც ტურისტებს გამოცემა ურჩევს. ავტორი წერს, რომ მშრალ ხიდზე ყველა ძველი ნივთის შეძენაა შესაძლებელი, მათი უმეტესობა კი საბჭოთა კავშირის დროინდელია.

9. მოინახულეთ საქართველოს წარსული

ათ საუკეთესო ადილს შორის მოხვდა ეროვნული მუზეუმიც. ამასთან, ავტორი მკითხველს ოკუპაციის მუზეუმის ნახვასაც ურჩევს.

10. ესტუმრეთ გოგირდის აბანოებს

ბოლოს, გამოცემა ტურისტებს გოგირდის აბანოების მონახულებასაც ურჩევს.

Subscribe to our news

Get the main news of the day