მსოფლიოში პოპულარული სამოგზაურო გზამკვლევი, ევროპის საუკეთესო ტურისტული მიმართულებების სიას აქვეყნებს.
ტურიტსული გამოცემის რეიტინგის სათავეში ხორვატიის დედაქალაქი ზაგრები მოხვდა, ხოლო ათეული ჩრდილოეთ საფრანგეთის ქალაქმა ჰავრი დახურა.
Lonely Planet-ის შედგენილი რეიტინგი ასეთია:
1. ზაგრები - ხორვატიის დედაქალაქში ტურისტები მეორე მსოფლიო ომისდროინდელი თავშესაფრს ნახვავენ, ასევე აღნიშნულია, რომ ამ ქალაქში განსაკუთრებით საინტერესოა ქუჩის მხატვრობა და ღია კაფეები.
2. გოთლენდი - შვედეთში მდებარე ქალაქი ბალტიის ზღვის სანაპიროზე მდებარეობს და შვედეთში ერთ-ერთ ყველაზე მზიან ადგილად ითლება.
3. გალისია - გალისიის მთავარი ქალაქი სანტიაგო დე კომპოსტელაა. ადგილი ცნობილია სანაპირო ზოლით.
4. ჩრდილოეთ მონტენეგრო - Lonely Planet ჩრდილოეთ მონტენეგროში მოგზაურობას მშვიდი დასვენების მოყვარულებს ურჩევს.
5. ლიდსი - დიდი ბრიტანეთის პატარა ქალაქია, რომელიც მანჩესტერის ჩრდილოეთით მდებარეობს. მას "ღამის ბუების" ქალაქს უწოდებენ.
6. ალენტეოა - პორტუგალიაში მდებარე ქალაქი, რომელსაც გამოცემის ინფორმაციით, იდუმალი მიმზიდველობა აქვს.
7. ჰამბურგი - გამოცემა წერს, რომ გერმანია ვიზიტორებისთვის მიმზიდველი ადგილი წელიწადის ყველა დროსაა.
8. მოლდოვა - როგორც ტურისტული გამოცემა წერს, ამ ქვეყანაში დასვენება უყვართ რუსებს, უკრაინელებს, რუმინელებს, გერმანელებს, იტალიელებს, ფრანგებსა და ამერიკელებს - ისინი უფრო და უფრო ხშირად სტუმრობენ ქვეყანას მის კურორტებზე ტალახის აბაზანების მისაღებად.
9. პაფოსი - ქალაქი კვიპროსის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, რომელიც ამავე სახელწოდების რაიონის ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენს.
10. ჰავრი - ჩრდილოეთ საფრანგეთში მდებარე ქალაქი- აღნიშნულია, რომ 2017 წელს ქალაქს დაარსების 500 წლის იუბილე აქვს.