Home
Category
TV Live Menu

ლუდის ინდუსტრია უახლოეს დღეებში პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას გეგმავს

577cca467c05e
დავით ჯალაღონია
06.07.16 13:01
946
ლუდის ინდუსტრია უახლოეს დღეებში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრას გეგმავს. როგორც "ბიზნესკონტაქტს" კომპანია "ნატახტარის" კორპორატიულ საქმეთა დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა განუცხადა პრობლემა, რომელიც ლუდის მწარმოებელ კომპანიებს აწუხებთ, პრემიერ-მინისტრის დნეზე უნდა გადაწყდეს.
 
"ჩვენ ყველა შესაძლებლობას განვიხილავთ და თუ ითქვა, რომ ეს გადაწყვეტილება, აქციზის გადასახადზე არ გადაიხედება, ამასაც მივიღებთ. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ბიზნესომბუდსმენის დონეზე, ეს საკითხი იმდენად გადაწყვეტილი იყო და ჩვენც კმაყოფილი ვიყავით, რომ არ გვეგონა თუ პრობლემები შეიქმნებოდა. თუმცა ფაქტია, რომ ეს საკითხი დროში გაიწელა", - განაცხადა ხუნძაკიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ლუდის მწარმოებლები აქციზური გადასახადის შეცვლის ერთ-ერთ ვარიანტად განაკვეთის ლუდის გრადუსიანობაზე მიბმას განიხილავდნენ. 

ლუდზე აქციზური გადასახადი 2015 წლის 1 მარტიდან გაიზარდა.

Subscribe to our news

Get the main news of the day