Lukoil სასამართლოს გადაწყვეტილებას შემდგომ ინსტანციაში გაასაჩვრებს. "ლუკოილ ჯორჯიას" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის შავლეგ მიშველაძის განცხადებით, კომპანია სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩვრებისთვის უკვე ემზადება.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში ნავთობკომპანიების საქმეზე წარმოებული რიგით მეორე დავა კონკურენციის სააგენტოს სასარგებლოდ დასრულდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა შპს "ლუკოილ-ჯორჯია" სარჩელი სსიპ კონკურენციის სააგენტოს წინააღმდეგ.
სასამართლომ ძალაში დატოვა სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 14 ივლისის N81 ბრძანება, რომლის მიხედვითაც, კომპანიას დაეკისრა 4 740 260 ლარის ოდენობის ჯარიმა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის (კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულება, გადაწყვეტილება და შეთანხმებული ქმედება) დარღვევისათვის.
ნავთობკომპანიების საქმეზე, ეს რიგით მეორე გადაწყვეტილებაა, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ კონკურენციის სააგენტოს სასარგებლოდ გამოიტანა. პირველი დავა, შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი"-ს სარჩელთან მიმართებით, 2016 წლის აპრილში, ანალოგიური შედეგით დასრულდა. სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს „სოაკრიც“. საქმეზე შემდგომი სასამართლო სხდომა ნოემბერშია ჩანიშნული.