Home
Category
TV Live Menu

m2-მა $4,1 მილიონად ახალი სასტუმროს 50%-იანი წილი იყიდა

5a4c8bd4c30e9
BM.GE
03.01.18 11:51
718
M2-მა თბილისში $4,1 მილიონად სასტუმროს 50% შეიძინა. ბუტიკ სასტუმრო მთაწმინდაზე შენდება.

შედეგად, კომპანიის პორტფელს დამატებით 100 სასტუმრო ნომერი შეემატება. ამასთან, დამატებით $1,9 მილიონის გადახდის შემთხვევაში კომპანიას აქვს შესაძლებლობა სასტუმროში თავის წილი 60%-მდე გაზარდოს.

სასტუმროს გახსნა 2019 წელსაა დაგეგმილი.

სასტუმრო ბიზნესში გააქტიურებას და ახალ სასტუმროში წილის შეძენას კომპანიაში ქვეყანაში ტურისტების გაზრდილ რაოდენობას უკავშირებენ.


Subscribe to our news

Get the main news of the day