Home
Category
TV Live Menu

m2 სასტუმრო ბიზნესში შედის

575baa23a5f03
ელენე გოგბერაშვილი
11.06.16 10:01
1294
კომპანია "ემ კვადრატი" თბილისში ორ სასტუმროს ააშენებს. ამის შესახებ  "ბიზნესკონტაქტს’’ "ემ კვადრატის" გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ბურდილაძემ განუცხადა. მისი თქმით, "რამა’’ და "ანკორის" ამერიკული ბრენდის სასტუმროები ყაზბეგის 15 ნომერში და მელიქიშვილის 10 ნომერში განთავსდება.

"ყაზბეგის ქუჩაზე სამუშაოები უკვე დაწყებულია. "რამა’’ და "ანკორი" - ეს არის ამერიკული სასტუმროების ოპერატორი, სამვარსკვლავიანი ბრენდი. მელიქიშვილის 10
ნომერში მდებარე შენობა, სადაც მეორე სასტუმრო განთავსდება, ჩვენი საკუთრებაა. პირველი სასტუმროს საინვესტიციო ღირებულება 13 მილიონი დოლარია, ხოლო მეორე სასტუმროს პროექტზე 12 მილიონ ლარამდე დაიხარჯება’’-აცხადებს ირაკლი ბურდილაძე.

"ემ კვადრატი" დაინტერესებულია ასევე სასტუმროების ქსელი რეგიონებშიც განავითაროს. როგორც ირაკლი ბურდილაძემ "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა, ქუთაისის აეროპორტის მაღალი დატვირთვიდან გამომდინარე მათ აინტერესებთ ქუთაისი, სადაც შესაძლებელია ასევე სამვარსკვლავიანი სასტუმროს პროექტის განხორციელება.

Subscribe to our news

Get the main news of the day