Home
Category
TV Live Menu

m2 ხეების მოჭრის პროცედურის გამარტივებას ითხოვს - "გარემოსთვის საფრთხის შემცველი ხეების მოჭრაში ფულის გადახდა აბსურდია"

5857c3877bd27
BM.GE
19.12.16 15:20
1200
სამშენებლო კომპანია ემ კვადრატი კანონდმებლობაში ცვლილებების შეტანას ითხოვს და სპეციალური წერილით პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს. კომპანიას მიაჩნია, რომ დაავადებული, გარემოსთვის საფრთხის შემცველი ხეების მოჭრაში ფულის გადახდა აბსურდია. კომპანია დამატებითი კომენტარისგან თავს იკავებს. ემ კვადრატის პარლამენტისადმი მიწერილ ინიციატივაში კი ვკითხულობთ:

„მოქმედი კანონმდებლობით, კერძო მესაკუთრეს უწევს დაავადებული ხეების მოჭრის უფლების მოპოვება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის მიმართვის გზით, ამასთან, საკომპენსაციოდ სოლიდური თანხის გადახდა, რაც მნიშვნელოვნად ართულებს ბიზნესაქტორების მდგომარეობას. მიგვაჩნია, რომ დაავადებული მწვანე ნარგავების მოჭრა მესაკუთრეს თავისი ტერიტორიის საზღვრებში უნდა შეეძლოს თანხის გადახდის გარეშე, რადგან დაავადებული ხე-მცენარეების არსებობა წარმოადგენს საშიშროებას სხვა, ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ნარგავების დაზიანების თავლსაზრისით და შესაბამისად, მათი დროული გაუვნებელყოფა შედის უმთავრესად ქალაქის ინტერესში. ამგვარი შესაძლებლობის გაჩენა ხელს შეუწყობს ბიზნესის სტიმულირებას და გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას“,- ნათქვამია სამშენებლო კომპანიის მიმართვაში. 

სამშენებლო კომპანია ემ კვადრატის ინიციატივა პარლამენტში 15 დეკემბერს შევიდა და მისი დეტალური განხილვა ჯერჯერობით არ მომხდარა. პარლამენტის ბიურომ ინიციატივაზე დასკვნის მომზადება სამ კომიტეტს დაავალა. შედეგად, დასკვნას გარემოს დაცვის, თვითმმართველობისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტები მოამზადებენ.


Subscribe to our news

Get the main news of the day