Home
Category
TV Live Menu

მაესტრო: საქმის არსობრივ გარკვევამდე, უარს ვაცხადებთ ბიზნესკონტაქტის თანამშრომლების მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე

577649c69faeb
BM.GE
01.07.16 14:42
1251
ტელეკომპანია "მაესტრო“ საქმის განხილვის დასრულებამდე "ბიზნესკონტაქტისა“ და „საქმიანი დილას“ თანამშრომლების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარს ამბობს.
 
"მაესტროდან წასვლა ამ ადამიანებმა თავად გადაწყვიტეს. მე ახლა ხელში მიჭირავს მათი კოლექტიური განცხადება წასვლაზე. მათვე გადაწყვიტეს რომ ამას პროვოკაციული ფორმა მისცემოდა. თუმცა ფაქტია, რომ ამ გადაწყვეტილებით მაესტროს სერიოზული ფინანსური ზიანი მიადგა. სტუდია მაესტროს პოზიცია ამ ეტაპზე შემდეგია: ვინაიდან გვაქვს შემხვედრი ფინანსური პრეტენზიები, საქმის არსობრივ გარკვევამდე, უარს ვაცხადებთ მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე“, - განაცხადა მაესტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა მერი კარტოზიამ.

შეგახსენებთ, რომ "ბიზნესკონტაქტისა" და "საქმიანი დილას" გუნდი ტელეკომპანია "მაესტროს“ წინააღმდეგ დავას სასამართლოში გააგრძლებს. საქმე ეხება იმ 27 თანამშრომელს, რომელსაც ტელეკომპანიის ხელმძღვანელმა უფლებამოსილება შეუჩერა. შეჩერების მიზეზად კი შრომის კოდექსის 36-ე მუხლის, მეორე ნაწილი, ა ქვეპუნქტი დასახელდა, რაც თანამშრომლების გაფიცვას გულისხმობს. მაესტროს მენეჯმეტმა "ბიზნესკონტაქტისა" და "საქმიანი დილის" გუნდი გაფიცულად თვითნებურად გამოაცხადა. (კიდევ ერთხელ გვინდა გავუსვათ ხაზი, იმ ფაქტს, რომ აღნიშულ გუნდს, მენეჯმენტისთვის გაფიცვის მოთხოვნით არ მიუმართავს, გაფიცვა კი დასაქმებულის პრეროგატივაა) ხოლო 6 ივნისს კი ზურაბ ნაყეურმა მათი სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება გამოსცა.

"ბიზნესკონტაქტისა" და "საქმიანი დილას" გუნდი (27 თანამშრომელი) გასული ერთი თვის განმავლობაში პერმანენტულად ცდილობდა არხის მენეჯმენტთან შეთანხების მიღწევას და სასამართლოსთვის გვერდის ავლით პრობლემის მოგვარებას, თუმცა ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ შეთანხმებაში შემდეგი პუნქტი ჩადო:

"დასაქმებული მაესტროს წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე არ განახორციელებს პროფესიულ საქმიანობას მაესტროს ეთერში გასული შემდეგი გადაცემების: "ბიზნესკონტაქტის", "საქმიანი დილას" და "ანალიტიკას" დასახელებებისა და სასაქონლო ნიშნის გამოყენებით".

"მიგვაჩნია, რომ საავტორო უფლებებთან მიმართებით შემოქმდებით გუნდს არანაირი უფლებამოსილება არ გააჩნია და ე.წ შეთანხმების მე-6 პუნქზეც ის პასუსხიმგებლობას ვერ აიღებს . მიუხედავად ჩვენი არაერთგზის მცდელობისა, მხარეებს შორის შეთანხმება ვერ შედგა. ერთადერთი გზა რაც არხის მენეჯმენტმა დაგვიტოვა, ეს არის სასამართლო, სადაც გუნდს შემდეგი მოთხოვნები ექნება:

• მაისის თვის ხელფასის სრულად ანაზღაურება
• იძულებითი მოცდენის კომპენსაცია, 1ივნისიდან
• საშვებულებო კომპენსაცია

სასამართლოში "ბიზნესკონტაქტისა" და "საქმიანი დილას" გუნდის ინტერესებს პროფკავშირების იურისტი, რაისა ლიპარტელიანი დაიცავს.

Subscribe to our news

Get the main news of the day