Home
Category
TV Live Menu

მაესტრომ "ბიზნესკონტაქტის" და "საქმიანი დილას" 32 თანამშრომელს უფლებამოსილება შეუჩერა

5753ec9ba2991
BM.GE
02.06.16 20:35
1657
მაესტრომ „ბიზნესკონტაქტის“ და „საქმიანი დილას“ 32 თანამშრომელს უფლებამოსილება შეუჩერა.

"ვინაიდან მაესტროს ღია ეთერით გაკეთდა განცხადება სადაც გადაცემების წამყვანებმა მთლიანად შემოქმედებითი ჯგუფის სახელით მიმართეს მაესტროს დირექციას ულტიმატუმით, სადაც ისინი მოითხოვდნენ ყოფილი თანამშრომლის გიორგი ისაკაძის სამსახურში აღდგენას, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში იტოვებდნენ უფლებას მთელი გუნდით ტელევიზიის დატოვებისას; ასევე ვინაიდან გაკეთდა სტუდია მაესტროს დირექტორის განცხადება სადაც ის უარით პასუხობს გიორგი ისაკაძის შეთავაზებას და ვინაიდან ამ დრომდე გაურკვეველი რჩება ამ გუნდის წევრების პოზიცია სტუდია მაესტროსთან შრომითი უფლებების გაგრძელების შესახებ ვბრძანებ: საქმის ვითარების სრულ გარკვევამდე დროებით შეუწყდეთ შრომითი ხელშეკრულება 2016 წლის 2 ივნისიდან თანამშრომლებს“, - ნათქვამია არხის დირექტორის განცხადებაში.

Subscribe to our news

Get the main news of the day