მაესტრომ გიორგი ისაკაძეს თანამდებობაზე 1 ლარად აღდგენის შეთავაზებაზე უარი უთხრა.
"საზოგადოების დირექციამ განიხილა ბატონი გიორგი ისაკაძის „რუსთავი 2“-ის ეთერიდან გაჟღერებული შეთავაზება - აღადგინოს ტელეკომპანია „მაესტროსთან“ შრომითი ხელშეკრულება სიმბოლურ ფასად - 1ლარად.
განხილვის შედეგად გადაწყდა: - საზოგადოების დამაზიანებელი ზემოთმოყვანილი ფაქტის ან მსგავსი ფაქტებისაგან მომავალში პრევენციის მიზნით, უარი ეთქვას გიორგი ისაკაძეს შემოთავაზებაზე“, - ნათქვამია არხის დირექტორის ზურაბ ნაყეურის განცხადებაში.