Home
Category
TV Live Menu

მაესტროს დირექტორი თანამშრომლებზე: სიამოვნებით დავიბრუნებთ და გავაგრძელებთ შრომით ურთიერთობას

57503f39a6382
BM.GE
02.06.16 18:13
1026
მაესტრომ თამუნა ქემერტელიძეს, თელარა გელანტიას, ელენე კვანჭილაშვილს და ბექა ბაციკაძეს შრომითი ხელშეკრულება შეუჩერა. არხის დირექტორმა აღნიშნულის მიზეზად "ბიზნესკონტაქტისა“ და "საქმიანი დილის“ თანამშრომლების ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემა "არჩევანში" მონაწილეობა დაასახელა.
 
"მაესტროს ყველა თანამშრომელი ძვირფასია მაესტროსთვის. ყველა თანამშრომელი ჩვენთვის ღირებულია. ნებისმიერი მათი შემოთავაზება რა თქმა უნდა აღქმული იქნება ადეკვატურად და რა თქმა უნდა მათ სიამოვნებით დავიბრუნებთ და სიამოვნებით გავაგრძელებთ შრომით ურთიერთობას", - განაცხადა ზურაბ ნაყეურმა ტელეკომპანია "მაესტროს" საინფორმაციო სამსახურს.

Subscribe to our news

Get the main news of the day