Home
Category
TV Live Menu

მაესტროს მიერ "ბიზნესკონტაქტის" და "საქმიანი დილას" თანამშრომლების გათავისუფლების ფაქტი MDF-ის ანგარიშში მოხვდა

57f23b582ec84
BM.GE
03.10.16 15:02
989
მედიის განვითარების ფონდი 2016 წლის წინასაარჩევნო მედიაგარემოს ანგარიშს აქვეყნებს.

უწყების ანგარიშში გადაცემების „ბიზნესკონტრაქტი“, „საქმიანი დილა“ და „ანალიტიკა“ მიმდინარე პროცესებიც მოხვდა. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, მაესტროს დამფუძნებლებსა და მენეჯმენტს შორის 2015 წელს დაწყებული დავა ფინანსურ და საკუთრებით საკითხებთან დაკავშირებით 2016 წელს მეწილეთა კონფიგურაციის ცვლილებით დასრულდა.

მედიის განვითარების ფონდი აღნიშნავს, რომ საკუთრებასთან დაკავშირებულ დავას წინ უსწრებდა ტელეკომპანიის გაკოტრების პროცესი, რომელიც სასამართლოს 2016 წლის 15 მარტის განჩნებით შეწყდა.

„ტელეკომპანია „მაესტროს“ დირექტორმა ზურაბ ნაყეურმა 2016 წლის 1 ივნისიდან გადაცემების - „ბიზნესკონტაქტი“ „საქმიანი დილა“ და „ანალიტიკას“ ავტორსა და მენეჯერს გიორგი ისაკაძეს შრომითი ხელშეკრულება შეუწყვიტა. ისაკაძის გათავისუფლების მიზეზად „მაესტრომ“ გადაცემების ავტორისა და მენეჯერის მენეჯმენტთან შეუთავსებელი პოზიციები დაასახელა.

2 ივნისს კი „მაესტრომ“ შრომითი ურთიერთობა „ბიზნესკონტაქტისა“ და „საქმიანი დილას“ გუნდის 4 თანამშრომელთან - თამუნა ქემერტელიძეთან, თელარა გელანტიასთან, ბექა ბაციკაძესთან და ელენე კვანჭილაშვილთან შეაჩერა. ამ შემთხვევაში მიზეზად კონკურენტი არხის „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ მონაწილეობა დასახელდა. გადაცემა რუსთავი 2-ის მიმდინარე სასამართლო დავას ეხებოდა, რომლის სტუმრები არხის მიმართ სოლიდარობას გამოხატავდნენ.

ამ გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში არხის მენეჯმენტმა შრომითი ხელშეკრულება ამავე გადაცემების 28 თანამშრომელთან შეაჩერა, ხოლო 6 ივნისის ბრძანებით მათთან ხელშეკრულებები ცალმხრივად შეწყვიტა. ჟურნალისტები და პროდიუსერები შრომით უფლბებეს სასამართლოში იცავენ.

„ბიზნესკონტაქტი“ 11 ივლისიდან ტელეკომპანია პირველის ეთერში გადის. გადაცემა მაყურებელს ბიზნესსა და ეკონომიკაზე ინფორმაციას და ანალიტიკას სთავაზობს.

Subscribe to our news

Get the main news of the day