სოფლის მეურნეობის მინისტრი კოოპერატივების ფარგლებში ახალი სახელმწიფო პროგრამის დაწყებას აანონსებს. ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ მაღალმთიან რეგიონებში მეცხოველეობის განვითარებისთვის ფერმერები დამატებით შეღავათებს მიიღებენ, რაც მოიცავს როგორც სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის უსასყიდლოდ გადაცემას, ასევე ტრენინგებს და მარკეტინგულ ღონისძიებებს.
"ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, საქართველოში რძის წარმოების განვითარების კუთხით, არის ცოდნა და კეთილსაიმედო გარემო ვეტერინალური თვალსაზრისით, რაზეც სამინისტრო აქტიურად მუშაობს და პრინციპში პროგრესი საკმაოდ დიდი გვაქვს.
საქართველოში მიმდინარეობს ბრუცელოზის ელიმინაციის პროგრამა, რაც გულისხმობს რომ საქართველოში წარმოებული რძე იქნება საიმედო. ეს მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ჩვენი კანონები იყოს შესაბამისობაში ევროკავშირის კანონებთან და მეორეს მხრივ გარემო ჰარმონიაში იყოს ევროპის მოთხოვნებთან. ჩვენ გრძელვადიან პერიოდში გვაქვს პოტენციალი გავხდეთ ექსპორტიორი. რძის სექტორში იმპორტის წილი არცთუ ისე დიდია. 80%-ზე მეტი საკუთარი წარმოების რძე და რძის პროდუქტები გვაქვს.
ჩვევ ვაკეთებთ რამდენიმე წამახალისებელ პროგრამას, რაც უკავშირდება რძის საკონსულტაციო ცენტრების დახმარებას, ასევე ცოდნის მიტანას ფერმერებთან. ასევე კოოპერატივების ფარგლებში ჩვენ გვინდა ახალი პროგრამის დაწყება ძალიან მალე, რომელიც მაღალმთიან რეგიონებში მეცხოველეობის განვითარებას შეუწყობს ხელს", - აცხადებს ლევან დავითაშვილი.