კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია „მაგთიკომის“ მიერ „დელტა კომის“ 100%-იანი წილის შეძენის თაობაზე განხილვას იწყებს.
ზეპირი მოსმენა აღნიშნულ საკითხზე 4 ნოემბერს გაიმართება. სხდომაზე მხარეები წარადგენენ დოკუმენტებს საჯარო განხილვისთვის. გაიმართება ზეპირი მოსმენაც.
კომისიაში „მაგთის“ მიერ „დელტა კომის“ შეძენის საკითხზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოება უკვე მიმდინარეობს.
„მაგთიკომმა“ „დელტაკომის“ 100%-იანი წილის შეძენის თაობაზე რამდენიმე კვირის წინ განაცხადა.