Home
Category
TV Live Menu

"მაგთიკომის" ყოფილმა პრეზიდენტმა დევიდ ლიმ, აგრარულ სექტორში გადაინაცვლა

58e256785cc34
სალომე მეცხვარიშვილი
03.04.17 18:05
1288
კომპანია "მაგთიკომის" ყოფილი პრეზიდენტი დევიდ ლი ფიჭური კავშირგაბმულობის სექტორიდან აგრარულ სექტორში ინაცვლებს. დევიდ ლი ირანულ კომპანია "არიკ ჯგუფს" წარმოადგენს, რომელიც საქართველოში რამდენიმე პროექტს ახორციელებს. დევიდ ლი "არიკ ჯგუფის" აღმასრულებელი დირექტორია.

ბიზნესმენი საქართველოში დღეს არსებულ საინვესტიციო გარემოს საუკეთესოს უწოდებს და აცხადებს, რომ ეს შანსი ქვეყანამ უნდა გამოიყენოს.

"ნათელია, რომ საქართველოს პოტენციალი არასოდეს ყოფილა ისეთი დიდი, როგორიც დღესაა, რამდენადაც ქვეყანას აქვს თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან, უახლოეს მომავალში თავისუფლად ივაწრებს ჩინეთთანაც. ამასთან, ქვეყანას უკვე აქვს უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია კომპანიებისთვის. რა უნდა გააკეთოს ასეთ შემთხვევაში ხელისუფლებამ? უნდა იმუშაოს ბიზნესთან ერთად, ეს კი რთულია, განსაკუთრებით რეგიონებში. ვფიქრობ, ახლა განსაკუთრებული აქცენტი უნდა გაკეთდეს ენერგეტიკაზე, ტურიზმსა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სოფლის მეურნეობაზე. ვფიქრობ, სოფლის მეურნეობაში ყველაზე დიდი პრობლემა დღეს განათლება და ტექნოლოგიებია. ქვეყანამ უნდა გადადგას არა პატარ-პატარა, არამედ ძალიან დიდი ნაბიჯები განვითარებისთვის",- აცხადებს დევიდ ლი.

შეგახსენებთ, რომ ირანული კომპანია "არიკ ჯგუფი" საგარეჯოს რაიონში სამ ქარხანას ააშენებს. საუბარია ღვინის, გამომშრალი ჩირისა და ფსტის საწარმოზე.
კომპანიას გეგმები აქვს დასავლეთ საქართველოშიც, "არიკ ჯგუფი" სამეგრელოში ხურმის, მოცვის და კივის პლანტაციების გაშენებას და პროდუქციის გერმანიაში ექსპორტს გეგმავს.

Subscribe to our news

Get the main news of the day