Home
Category
TV Live Menu

მაგთიკომმა LTE ქსელით საქართველოს დასახლებული ტერიტორიის 90%-ზე მეტი დაფარა

577a171112bd2
BM.GE
04.07.16 11:48
1178
31 მაისს "მაგთიკომის" მიერ შეძენილი 800 MHz სიხშირეთა სპექტრის სალიცენზიო პირობა ითვალისწინებს 5 წლის ვადაში ქვეყნის დასახლებული, კონტროლირებადი ტერიტორიის 90%-იან დაფარვას.

 
კომპანიის ინფორმაციით, 800 MHz ლიცენზიის მიღებიდან 1 თვის თავზე, ამ კუთხით წინსწრებით არა მხოლოდ სალიცენზიო ვალდებულებები შეასრულა, არამედ კიდევ უფრო წინწასული ტექნოლოგიით 4.5G, იგივე LTE-Advanced ქსელი შესთავაზა ქვეყანას.

დღეისათვის “მაგთიკომი” ერთადერთი მობილური ოპერატორია ქართულ ბაზარზე, რომელიც ორი სიხშირული სპექტრის (LTE 800 და LTE 1800) კომბინაციით, მომხმარებელს 4.5G (LTE-Advanced) ქსელს და უმაღლესი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს, მკვეთრად გაზრდილი ინტერნეტსიჩქარით და სიგნალის შეღწევადობით.

Subscribe to our news

Get the main news of the day