Home
Category
TV Live Menu

მაია მელიქიძე: დეპოზიტების დაზღვევის სისტემის საბოლოო პროექტი ჯერ არ გვაქვს

5798bdd6c4ecf
BM.GE
27.07.16 17:56
1119
დეპოზიტების დაზღვევის სისტემის კანონპროექტის საბოლოო სახე ჯერ მზად არაა. როგორც გადაცემაში "ბიზნესკონტრაქტი" პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა მაია მელიქიძემ განაცხადა არსებულ კანონპროექტთან დაკავშირებით არსებობს კითხვები, რომლებიც დეპოზიტების დაზღვევის ფონდის შექმნას და დასაზღვევი დეპოზიტების მოცულობას ეხება.

"ორი-სამი წელია უკვე დეპოზიტების დაზღვევის სისტემაზე მუშაობა მიმდინარეობს. გარკვეული კანონპროექტი ჩამოყალიბებულია, რომლის განხილვაც მოხდა გაფართოვებულ სხდომაზე. მას ყველა ბანკის წარმომადგენელი ესწრებოდა. კანონპროექტი საბოლოოდ უნდა ჩამოაყალიბოს ფინანსთა სამინისტრომ და შემდეგ უნდა გადაეგზავნოს მთავრობას განსახილველად.

ჩვენ თუ გავითვალისწინებთ იმ ტემპებს თუ როგორ მიმდინარეობს კანონპროექტის განხილვა, ჩემი აზრით, ეს პარლამენტი ვერ შეძლებს მის დამტკიცებას და ეს იქნება სავარაუდოდ ახალი მოწვევის პარლამენტის განხილვის საკითხი.

მსხვილი ბანკები აპელირებენ იმაზე, რომ მათ არ მოუწიოთ მცირე ზომის ბანკების რისკების საკუთარ თავზე აღება, 5000 ლარის დეპოზიტების დაზღვევისას.

შეიძლება ითქვას, რომ ჯერ საბოლოო პროექტი არ გვაქვს. ბევრი ქვეყანაა სადაც დეპოზიტების დაზღვევის სისტემა არის, თუმცა მაგალითად ისრაელში სისტემა არ მოქმედებს.
გერმანიაში დეპოზიტების დაზღვევა მხოლოდ მსხვილ ბანკებს ეხება, რომლებსაც დამოუკიდებელი ფონდი აქვთ შექმნილი და არა ცენტრალური ბანკის დაქვემდებარებაში მყოფი", - განაცხადა მაია მელიქიძემ.


Subscribe to our news

Get the main news of the day