პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩევლის მაია მელიქიძეს განცხადებით, ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის უფრო მეტად შემცირება კურსზე იქონიებდა გავლენას. როგორც მელიქიძემ „ბიზნესკონტრაქტს“ განუცხადა, ბოლო პერიოდში პოზიტიური ტენდენცია შეინიშნება საბანკო სექტორის მხრიდან სესხების საპროცენტო განაკვეთების შემცირების კუთხით.
"ის ნაბიჯები, რომელიც იდგმება დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სრულიად ადეკვატურია იმ მაკროეკონომიკური მაჩვენებლების რაც ქვეყანაში. რეფინანსირების განაკვეთი 0,25%-ით შემცირდა, 0,5%-ით შემცირება კი გამოიწვევდა მეტი ლარის გამოჩენას ეკონომიკაში, რაც გაცვლით კურსზე ასახვას პოვებდა. გაცვლითი კურსი კი საქართველოს მოსახლეობისთვის სესნსიტიური თემაა, მოსახლეობის უმეტესობას სესხი დოლარში აქვს აღებული, თუთოეული რყევა ძალიან სენსიტიურად აღიქმება.
შემიძლია დაგიდასტუროთ ის ინფორმაცია, რომ დროთა განმავლობაში კომერციულმა ბანკებმა ფიქსირებული პროცენტების შემცირება დაიწყეს, საუბარია ლარის სესხებზე. ამასთანავე დოლარში სესხებსაც აქვთ მსგავსი ტენდენცია", - განაცხადა მელიქიძემ.