Home
Category
TV Live Menu

მაია მელიქიძე: მიწის რეგისტრაცის რეფორმა გასააქტიურებელი და დასაჩქარებელია

58b3c75ad1de1
ნინო კვინტრაძე
27.02.17 10:28
923
პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი, მაია მელიქიძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში მიწის რეგისტრაციის რეფორმა დასაჩქარებელია. როგორც მელიქიძემ ბიზნესკონტრაქტთან საუბრისას განმარტა, რეფორმა ხანგრძლივი და რთულია, თუმცა ის ფაქტი, რომ რაიონებში მიწის 60% დაურეგისტრირებელია ბევრ პრობლემას ქმნის.

„მიწის რეგისტრაცის რეფორმა გასააქტიურებელი და დასაჩქარებელია. იუსტიციის სამინისტრო აქტიურად მუშაობს ამ თემაზე, რაიონებში მიწის დიდი ნაწილი დაურეგისტრირებელია, ჩვენ საბჭითა კავშირი დავტოვეთ, თუმცა ძალიან დიდი რადენობის მიწა - 60% არაა დარეგისტრირებული რაიონებში.

ეს ძალიან მტკივნეული და რთული რეფორმაა. მე მაინც ვფიქრობ რომ ნებისმიერი რეფორმა ყოველთვის არის მტკივნეული. ბოლო 25 წელია დღის წესრიგში დგას მიწის რეგისტრაციის რეფორმა. საზოგადოებასთან კომუნიკაცია უნდა იყოს ადეკვატურ ჭრილში, შეთავაზებამ საზოგადოების მხრიდან პროტესტი არ უნდა გამოიწვიოს, ინფორმაციული ვაკუუმი არ უნდა იყოს.

ძალიან ბევრი ადამიანი ამბობს, რომ სოფლის მეურნეობისთვის მიწის განვითარება სურს, მაგრამ რადგან არ აქვთ ფინანსური რესურსი მიდიან მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში ან კომერციულ ბანკებში თანხის ასაღებად. როდესაც კომერციული ბანკი ინტერესდება უზრუნველყოფით აღმოჩნდება რომ საკუთრება დე-ფაქტო არის მაგრამ დე-იურე არაა.

შესაბამისად რესურსის მოზიდვა ამ პირობებში რთულია“, - განაცხადა მელიქიძემ.

Subscribe to our news

Get the main news of the day