Home
Category
TV Live Menu

მაისიდან ბაზარზე დაფასოებული თუშური ყველი გამოვა დაძველების ტექნოლოგიით

58537d224b767
სალომე ჭიპაშვილი
16.12.16 09:34
989
25 წლის თუში ფერმერი, რომელმაც ცოტახნის წინ გუდის ყველის დაძველების ტექნოლოგია შექმნა გიორგი ქარსამაულია. მას თუშეთში, სოფელ ვესტომთაში ცხვრის ფერმა აქვს, სადაც გუდის ყველი თუშური მეთოდით გამოჰყავს. როგორც businesscontract.ge-თან საუბარში გიორგი ქარსამაულმა აღნიშნა, ყველის დაძველების ტექნოლოგიის იდეა თავად მას ეკუთვნის და ის ერთადერთია, რომელიც უმარილო ყველს ამ მეთოდით აწარმოებს.

„ახალი ტექნოლოგიით ყველის დაობების პროცესი 0-დან 10 გრადუსამდე მშრალ ხის თაროებზე ხდება. დაძველება თუშურ ყველს განსაკუთრებულ გემოს აძლევს და საბოლოო შედეგის მიღებას, ორი თვე სჭირდება“ - აღნიშნავს გიორგი.

გიორგი ქარსამაულმა საცდელად 10 თავი ყველი, დაძველების ტექნოლოგიით, აგვისტოში გამოიყვანა და მოლოდინმაც არ დააყოვნა, ყველის ფესტივალზე დიდი მოწონება დაიმსახურა. ახალი ტექნოლოგიით შექმნილი 1 კილოგრამი გუდის ყველის ღირებულება 60 ლარს შეადგენს. საწარმოში ადგილობრივებიც ჰყავს დასაქმებულები. 25 წლის თუში ფერმერი ოჯახურ ბიზნესში აქტიურად 12 წლის ასაკში ჩაერთო. საწარმო საკუთარი სახსრებით გააფართოვა და არც მომავალში აპირებს გაჩერებას. გიორგი ქარსამაული სახელწოდებაზე და შეფუთვაზე უკვე მუშაობს და 2017 წლის მაისში დაძველების ტექნოლოგიით ძროხის და თხის ყველის წარმოებასაც გეგმავს.

Subscribe to our news

Get the main news of the day