Home
Category
TV Live Menu

მაისში ქარის სადგურის წილი მთლიან მიწოდებაში 0,7% იყო

595e62c0c2baf
BM.GE
06.07.17 20:21
1013
მაისში ჰიდროგენერაციამ თითქმის სრულად დააკმაყოფილა ელექტროენერგიაზე მოთხოვნა და მთლიან მიწოდებაში 99.1% შეადგინა.

G&T-ის ინფორმაციით, ახალი ქარის ელექტროსადგურის გამომუშავების წილი მთლიან მიწოდებაში 0.7% იყო, ხოლო იმპორტისა და თბოსადგურების ჯამურმა გენერაციამ მხოლოდ 0.2% შეადგინა. მაისის თვეში ადგილობრივი გენერაციის 19.0% გავიდა ექსპორტზე. ჯამური ჰიდროგენერაცია გაიზარდა მხოლოდ 1.3%-ით. დერეგულირებული სადგურების ჯამური წარმოება გაზრდილია წლიურად 38.7%-ით, საიდანაც 29.5 პროცენტული პუნქტი ამ კატეგორიაში 2016 წლის ბოლოს დამატებული მსხვილი ჰიდროსადგურების (108.0 მგვტ. დარიალი და 47.5 მგვტ. ხელვაჩაური) ინტეგრირების შედეგია, ხოლო დანარჩენი 9.2 პროცენტული პუნქტი კარგი ჰიდროლოგიური პირობების. ამავდროულად, ენგურის და ვარდნილის წარმოება შემცირდა 1.7%-ით, დანარჩენი რეგულირებული სადგურების კი 10.0%-ით, რაც ზამთრის პერიოდში (ოქტომბერი - აპრილი) ცუდი ჰიდროლოგიური პირობების შედეგად რეზერვუარებში წყლის დაბალი დონით აიხსნება.

გარანტირებული სიმძლავრის საფასური შემცირდა წლიურად 12.9%-ით და შეადგინა 0.64 აშშ ცენტი კვტ.სთ.-ზე. 2017 წლის მაისში გარანტირებული სიმძლავრე ქსელს შესაბამისი სტატუსის მქონე თითქმის ყველა წყარომ მიაწოდა სრული თვის განმავლობაში, გარდა მე-3 ბლოკისა, რომელშიც რემონტი მიმდინარეობდა.

Subscribe to our news

Get the main news of the day