სტატისტიკის სამსახურის წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მაისში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 5,3 პროცენტი, ხოლო 2017 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 4,5 პროცენტი შეადგინა.
იანვარ-მაისში ექსპორტი 28,7%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 10,8%-ით. წლის ხუთ თვეში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 14,9%-ით გაიზარდა.
მაისში იმპორტმა 633,2 მლნ დოლარი შეადგინა, ხოლო ექსპორტმა 215,2 მლნ დოლარი.
ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობამ მაისში 4684 შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 27,9%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებებისას გამოყენებული დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა 17,1%-ით გაიზარდა.
მაისში საბიუჯეტო შემოსავლები ხარჯებს აღემატებოდა და შესაბამისად შემოსავლებმა 793.6 მლნ შეადგინა, ხოლო ხარჯებმა 713.3 მლნ ლარი.