Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მაისში ვადაგადაცილებული სესხები 470.5 მლნ ლარამდე გაიზარდა

BM.GE
06.07.23 11:59
60
მაისში ვადაგადაცილებული სესხები წინა თვესთან შედარებით 25.6 მლნ ლარით გაიზარდა და 470.5 მლნ ლარს გაუტოლდა. სესხების 41.6% ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მაისში გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხები წლიურად 12.8%-ით გაიზარდა. სესხების ზრდის ტემპი წინა თვესთან შედარებით 0.4 პპ-ით შემცირდა. 

საანგარიშო პერიოდში, ლარით დაკრედიტება წლიურად 15.2%-ით, 25.3 მლრდ ლარამდე გაიზარდა და მთლიანი სესხების ზრდაში 7.7 პპ-იანი წვლილი შეიტანა. უცხოური ვალუტით დაკრედიტება კი პირიქით, 10.2%-მდე შენელდა და მთლიანი სესხების ზრდაში 5.0 პპ-იანი წვლილი შეიტანა. უცხოური ვალუტით დაკრედიტების ტემპის შემცირება ძირითადად ბიზნეს სესხების ზრდის ტემპის შენელებით არის განპირობებული.

ამასთან, მაისში სესხების საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთები წინა თვესთან შედარებით 0.1 პპ-ით შემცირდა და 14.0% შეადგინა. ეროვნული ვალუტით სესხებზე საშუალო შეწონილი წლიური საპროცენტო განაკვეთი 0.1 პპ-ით 16.6%-მდე შემცირდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემულ კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთი 1.3 პპ-ით 9.1%-მდე.

როგორია წლიურ ჭრილში გაფუჭებული სესხების წილი და რას აჩვენებს კრედიტინფო საქართველოს მონაცემები?

სტუმარი: ლაშა ბაღათურია - "კრედიტინფო საქართველოს" ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი;


Subscribe to our news

Get the main news of the day