Home
Category
TV Live Menu

მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის შემთხვევაში, ცესკო მას არაუგვიანეს 25 დღეში ნიშნავს

57f9e5b8ddeb8
BM.GE
09.10.16 11:10
1281
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საკმაოდ დიდი რაოდენობით საარჩევნო ოლქებში შესაძლოა მეორე ტური დაინიშნოს. ამ დროისთვის ცესკოს სულ 3700 უბნიდან, 2400-მდე უბნის შედეგი აქვს დათვლილი.

საარჩევნო კანონმდებლობით, პროპორციული სიის მიხედვით პარლამენტში შევა ყველა პარტია, რომელიც 5%-იან ბარიერს გადალახავს. რაც შეეხება მაჟორიტარებს, ამ შემთხვევაში კანდიდატმა 50%-იანი ბარიერი უნდა გადალახოს.

შედეგად, თუ ქვეყნის მასშტაბით მინიმუმ 23-მა მაჟორიტარმა 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახა მეორე ტური დაინიშნება და ახალი პარლამენტის შეკრება გადაიწევს. მეორე ტურის დასანიშნად ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 25 დღიანი ვადა აქვს.

ამ შემთხვევაში პარლამენტი მეორე ტურის კენჭისყრის დღიდან 20 დღის განმავლობაში შეიკრიბება.

Subscribe to our news

Get the main news of the day