მაესტროს 25% წილის მფლობელი, მაკა ასათიანი თბილისშია. ასათიანი დღეს შეხვედრას გეგმავს ტელეკომპანიის თანამშრომლებთან.
"შეცდომებს უშვებს ყველა,- ადამიანებიც, პოლიტიკოსებიც, მთავრობაც. მთავარია ეს შეცდომა დავინახოთ, ვაღიაროთ და გამოვასწოროთ.
გაჩეჩილაძესთან ვაპირებ შეხვედრას, ის ჩემი ოჯახის წევრია", - განუცხადა ასათიანმა თბილისის აეროპორტში ჟურნალისტებს.
მაკა ასათიანი კონკრეტული პასუხებისგან ჯერ-ჯერობით თავს იკავებს და ამბობს, რომ პირველ რიგში ის იურისტებს და ტელეკომპანიის თანამშრომლებს უნდა შეხვდეს.