Home
Category
TV Live Menu
Loading data...

“მაკდონალდსი” UEFA-ს 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ოფიციალური სპონსორი გახდა

BM.GE
05.05.23 09:17
132
სულ უფრო ცოტა დრო რჩება ევროპის ჩემპიონატამდე რომელსაც საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებენ და ბიზნესიც აგრძელებს აქტიურობას. „მაკდონალდს საქართველოსა“ და „საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიხედვითაც მაკდონალდსი UEFA-ს 21 წლამდე ნაკრებთა 2023 წლის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ოფიციალური სპონსორი გახდა. მემორანდუმს ხელი გუშინ “მაკდონალდს საქართველოს” გენერალურმა დირექტორმა თენგიზ კაპანაძე და “საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის” გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა მოაწერეს. ჩემპიონატისთვის განსაკუთრებით ემზადება ყველასთვის საყვარელი „ქეთო“, რომელიც მომხმარებლებთან ტურნირის პერიოდში ფეხბურთელის ფორმით გამოჩნდება. გარდა ამისა, ტურნირისთვის შეიქმნება სპეციალური მენიუც. ასევე, მაკდონალდსის აპლიკაციაში ერთგულ მომხმარებლებს ჩემპიონატის თემატიკით სპეციალური თამაში დახვდებათ.

Subscribe to our news

Get the main news of the day