Home
Category
TV Live Menu

მამუკა ბახტაძე რკინიგზის ბრუნვების კლებას, ენერგომატარებლებზე ფასების შემცირებით და რეგიონის ვალუტების რყევით ხსნის

57ee46ff5d2e9
BM.GE
30.09.16 15:05
919
"საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე რკინიგზის ბრუნვების კლებას ენერგომატარებლებზე ფასების შემცირებით და მეზობელ ქვეყნებში ვალუტის რყევებით ხსნის. ასე გამოეხმაურა ბახტაძე „ბიზნესკონტრაქტთან“ საუბარში სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-ის მიერ საქართველოს რკინიგზის გრძელვადიანი კორპორატიული საკრედიტო რეიტინგის შემცირებას, რაც სწორედ ტვირთბრუნვის მაჩვენებლების გაუარესებით არის განპირობებული.

"ჩვენ წლის დასაწყისში გავაკეთეთ განცხადება, რომ „საქართველოს რკინიგზა" იყო ერთდაერთი რკინიგზა პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელმაც შეინარჩუნა თავისი პოზიციები საკრედიტო რეიტინგებში, ვინაიდან შარშანდელი წელი ფინანსურად ძალიან წარმატებულიიყო, მაგრამ სხვა რკინიგზებზე არსებული კრიზისების გამო, ჩვენ ვგრძნობდით, რომ ამ რისკების ტრანსფერი შეიძლება, ჩვენზეც მომხდარიყო. წლის პირველი ნახევარი ამ კუთხით პოზიტიური არ იყო, მაგრამ მეორე ნახევარი, სტატისტიკის მიხედვით, რომელსაც სარეიტინგო სააგენტოებიც ადასტურებენ, გაცილებით უკეთესია, ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ და იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლოს დავხურავთ იმ რეჟიმში, რომელიც საშუალებას მოგვცემს, იანვარში ხელახლა მივმართოთ სარეიტინგო კომპანიებს და ის რეიტინგი აღვადგინოთ, რომელიც ჩვენ სამართლიანად გვეკუთვნის“, - განაცხადა ბახტაძემ.

რაც შეეხება, ტვირთბრუნვის შემცირების დეტალურ მიზეზებს, მამუკა ბახტაძის განმარტებით, ეს კასპიის ზღვის რეგიონში არსებული ფაქტორებით აიხსნება.

"ენერგომატარებლებზე ფასების მნიშვნელოვნად შემცირდა, რამაც მსყიდველუნარიანობა შეამცირა იმ ქვეყნებისა, რომლებსაც ჩვენ ვემსახურებით. ეს ძირითადად, კასპიის ზღვის რეგიონია. გარდა ამისა, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში სავალუტო კურსის ძალიან მნიშვნელოვანი მასშტაბებით მერყეობა მოხდა, რამაც იმპორტის შემცირებაზეც იქონიაგავლენა. მაგალითად, აზერბაიჯანში მეთანოლის ქარხანა ერთი წლის განმავლობაში გაჩერებული იყო და ორი თვის წინ განაახლა მუშაობა. ასეთი კიდევ რამდენიმე მაგალითია. ეს შოკები დაფიქსირებული იყო გასული წლის პირველ კვარტალში. წლის მეორე ნახევარი გაცილებით უკეთესია. მაგალითად, აგვისტოში ჩვენმა შავი ზღვის პორტებმა 20%-ით მეტი კონტეინერი გადაამუშავეს, ვიდრე ივლისში. ეს იმის მაჩვენებელია, რომ ამ კუთხით რეგიონი კრიზისიდან გამოდის და ჩვენ ამ მოცულობების აღდგენას ველოდებით", - აღნიშნა ბახტაძემ და დასძინა, რომ წლის მეორე ნახევარი უკეთესი იქნება.

"ჩვენ თავდაჯერებულები ვართ, რომ იმისტორიულ, საუკეთესო შედეგს, რაც შარშან და შარშანწინ დავაფიქსირეთ, მნიშვნელოვნად არ ჩამოვრჩებით“, - განაცხადა „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა.

შეგახსენებთ, რომ სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა საქართველოს რკინიგზის გრძელვადიანი კორპორატიული საკრედიტო რეიტინგი შეამცირა და B+ სტაბილურზე დაადასტურა.

სააგენტომ ასევე დაადასტურა, რომ კომპანიის მოკლევადიანი რეიტინგია "B". Standard & Poor's-ის შფასებით, 2016 წლის პირველ რვა თვეში ტვირთების ერთ-ერთი ყველაზე რენტაბელური სახეობის - ნავთობპროდუქტების გადაზიდვები თითქმის 47%-ით დაეცა. გარდა ამისა, მშრალი საქონლის გადაზიდვის მოცულობა დაახლოებით 16%-ით შემცირდა. გარკვეული სახეობის საქონლის გადაზიდვის მოცულობა 30%-ზე მეტჯერ დაეცა. მრავალფეროვანი ტვირთების ბრუნვის ასეთი მნიშვნელოვანი შემცირების მიზეზად მეზობელ ქვეყნებში ეკონომიკური სიტუაციის გაუარესება და ნავთობისა და ბუნებრივი აირის გადამამუშავებელი ქარხნების ტექნიკური მომსხურების სამუშაოები სახელდება, - წერს აზერბაიჯანული გამოცემა Trend.

S&P- ს მოლოდინით, საქართველოს რკინიგზა რენტაბელურობის შენარჩუნებას 40%-50% დონემდე შეძლებს.

Subscribe to our news

Get the main news of the day