Home
Category
TV Live Menu

მამუკა ბახტაძე: თბილისის შემოვლით რკინიგზაზე წარდგენილ ორივე პროექტს ჩვენი მხარდაჭერა აქვს

5926d6d539eb1
BM.GE
25.05.17 17:04
743
თბილისის შემოვლითი რკინიგზის განხორციელების ერთ-ერთ პროექტზე არჩევანს მთავრობა მაისის ბოლომდე გააკეთებს, მშენებლობას კი წელს გააგრძელებს. საქართველოს რკინიგზაში ამობობენ, რომ წარდგენილი ორივე პროექტი მათთვის მისაღებია. მამუკა ბახტაძის თქმით, ორივე პროექტი ითვალისწინებს როგორც მუნიციპალიტეტის, ასევე რკინიგზის ინტერესებს.

„ჩვენი ამოცანა გახლდათ რომ მაქსიმალურად გათვალისწინებულიყო მუნიციპალიტეტის ინტერესები, მაგრამ ასევე არ დაზარალებულიყო დერეფნის ინტერესები და არ მომხდარიყო გამტარუნარიანობის შეზღუდვა. ორივე პროექტი ამას ითვალისწინებს. საქართველოს რკნიგზას ორივე პროექტის მხარდაჭერა აქვს და მზადაა განახორციელოს ის რომელიც შეირჩევა“, - განაცხადა ბახტაძემ.

Subscribe to our news

Get the main news of the day