Home
Category
TV Live Menu

"მამუკა ბახტაძეს სხვებისგან განსხვავებული ამბიციები და განათლება აქვს"

5a097bccd21f8
BM.GE
13.11.17 15:01
830
"მამუკა ბახტაძეს სხვებისგან განსხვავებული ამბიციები და განათლება აქვს“, - ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატის შეფასებისას განაცხადა. ბიზნესმენი „საქმის კურსთან“ მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ და საკადრო ცვლილებებს აფასებს და ამბობს, რომ სამინისტროების რაოდენობის შემცირება კვლავ შესაძლებელია.

"ძალიან მომეწონა, რომ ქუმსიშვილი დააბრუნეს ეკონომიკის სამინისტროში და მას შეუერთეს ენერგეტიკის სამინისტრო, რადგან როდესაც ის იყო ეკონომიკის სამინისტროში უფრო ეფექტური იყო მისი მუშაობა.

მამუკა ბახტაძის ფინანსთა მინისტრად დანიშვნაც კარგია, რადგან პიროვნულად ვიცნობ და ვიცი რომ სხვა ამბიციები და განათლება აქვს... ვიდრე სხვებს ჰქონდათ. ის სხვა ენერგეტიკას შემოიტანს სამინისტროში“, - ამბობს ჭყონი. 

ბიზნესმენი დადებითად აფასებს კახი კახიშვილის მინისტრობის პერიოდსაც და ამბობს, რომ მისი დანიშვნა იუსტიციის მინისტრად შეიძლებოდა.

"შეიძლება იუსტიციის მინისტრად კახი კახიშვილი მაგარი ყოფილიყო, რადგან ძალიან საინტერესო პიროვნებაა ჩემი აზრით. თეა წულუკიანზე კარგი შთაბეჭდილება მაქვს, მაგრამ როგორ გაუძღვება ამ თემას ვერ გეტყვით“, - ამბობს ჭყონია.

Subscribe to our news

Get the main news of the day