Home
Category
TV Live Menu

მამუკა ხაზარაძე: ბანკებსა და ბიზნესებს შორის ინტერსთა კონფლიქტი გამორიცხული უნდა იყოს

58a30435ea5c6
BM.GE
14.02.17 17:20
1139
"მინდა, მკაფიოდ განვაცხადო, რომ TBC ბანკს არაპროფილური აქტივი ისტორიულად არასდროს ჰქონია", - განაცხადა ბიზნესკონტრაქტთან საუბრისას ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ. მისი განცხადებით, არაპროფილური აქტივების ფლობა მათ სტარტეგიაში არ შედის.

"ვთვლით, რომ აქ ინტერესთა კონფლიქტია და შესაბამისად, ეს თემა ჩვენ ნაკლებად გვაწუხებს, როგორც ბანკს. ამჟამად კანონმდებლობა რა დონეზეა არ ვიცი, ძველად ისე იყო, რომ ბანკებს შესაძლოა 10% ჰქონოდათ არაპროფილურ ბიზნესებში, რაც ვფიქრობ, რომ ნორმალური იყო, ეს ბიზნესს წაახალისებდა, თუმცა ჩემი პირადი აზრით, ინტერსთა კონფლიქტი ბანკებსა და ბიზნესებს შორის გამორიცხული უნდა იყოს", - განაცხადა ხაზარაძემ.

Subscribe to our news

Get the main news of the day