"თიბისი ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლარიზაციის პროცესისთვის მზადყოფნას გამოთქვამს და აცხადებს, რომ ამ მიმართულებით აქტიურად მიდის მუშაობა როგორც მთავრობასთან, ასევე ეროვნულ ბანკთან.
"მე ვფიქრობ, ეს არის ძალიან კარგი მთლიანად ეკონომიკისთვის. კარგია ლარის განვითარებისთვის იმიტომ, რომ ჩვენ უნდა დავიწყოთ აზროვნება ლარში და რა თქმა უნდა, ძალიან კარგია იმ ადამიანებისთვის, ვისაც ლარში აქვს შემოსავალი. მათ აღარ ექნებათ საფიქრებელი, რომ ლარის კურსის გამო გაეზრდებათ გადასახადი. ეს ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდება და მგონი კარგი ინიციატივაა", - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.